მამუკა ხაზარაძე - ის, რაც ხდება, ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა - ახალგაზრდობა ითხოვს ივანიშვილმა ქვეყანა არ შეიყვანოს იქ, საიდანაც გამოსვლას თაობები და ბევრი ადამიანის სიცოცხლე დასჭირდა

მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას. ამის განმუხტვა შესაძლებელია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გამოტანით, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრძოლა არ დამთავრდება.

“ 67 წლის წინ, 9 მარტს საბჭოთა არმიამ დაარბია ჩვენი თავისუფლების მოყვარული ხალხი, რომელიც რუსთაველზე გამოვიდა. სულ რამდენიმე წუთში დადგება 9 მარტი. არავის უნდა იმ ტრაგედიის განმეორება, რაც 9 მარტს და 9 აპრილს მოხდა. მინდა მივმართო ხელისუფლებას, ის რაც ხდება, მათი სრული პასუხისმგებლობაა. აქ გამოსულია ახალგაზრდობა, ბავშვები, რომლებიც ითხოვენ, რომ ჩვენი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა არ შეიყვანოს იქ, საიდანაც გამოსვლას დასჭირდა თაობები, ბევრი ადამიანის სიცოცხლე.

მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას, ამის განმუხტვა შესაძლებელია ამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გამოტანით. ეს ბრძოლა არ დამთავრდება. ეს ბრძოლა არის ჩვენი სამშობლოსთვის, თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლა გაგრძელდება“, - აღნიშნავს ხაზარაძე.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს