გიორგი ვაშაძე - ერთ დღეში ეს ყველაფერი არ დასრულდება, მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამ ეროვნულ ენერგიას ვერავინ გააჩერებს - აქცია განგრძობადი და მუდმივი იქნება, ხვალაც, ზეგაც, ყოველდღე ვიქნებით

მე ვიდგები აქ, სანამ ბოლო ადამიანი არ წავა. ამ ეროვნულ ენერგიას ვერავინ გააჩერებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გროგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან მედიასთან რუსთაველის გამზირზე განაცხადა, რეჟიმს ხალხის ეშინია და ამიტომ პირდაპირ პროვოკაციაზე მიდის.

„შეხედეთ, რამდენი ხალხია! ყველაფრის პროვოცირებას ბიძინა ივანიშვილი ახდებს. მას დაუსვით კითხვა, რატომ უმიზნებს ხალხს წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.

მე ვიდგები აქ, სანამ ბოლო ადამიანი არ წავა. ერთ დღეში ეს ყველაფერი არ დასრულდება, მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ეროვნულ ენერგიას ვერავინ გააჩერებს. ახლა ერთად დგომის დროა. აქცია განგრძობადი და მუდმივი იქნება. ხვალაც, ზეგაც, ყოველდღე ვიქნებით აქ! რეჟიმი მხდალია, მათ ხალხის ეშინიათ და ამიტომ პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიან. ხალხის გვერდით ვდგავარ, ყველაფერს ხალხთან ერთად გავაკეთებ!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის