სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლას კიდევ ერთხელ ცდილობს
რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას კვლავ ცდილობს.
სპეცრაზმი მომიტინგეების მისამართით იყენებს წყლის ჭავლს.
მანამდე ხმოვანი სიგნალებით რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა დემონსტრანტების გაფრთხილება დაშლის თაობაზე - „მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად“.
მომიტინგეები ცდილობენ, თავი სკამებით, ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთებით შექმნილი ბარიკადებით დაიცვან. „შეჩერდით!“, - ისმის შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან.