CNN - კანონპროექტი შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას

CNN-ი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და იუწყება, რომ საპროტესტო გამოსვლები საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისგან „უცხოურ აგენტებად“ დარეგისტრირებას მოითხოვს.

„კანონპროექტს ადარებენ რუსეთში მიღებულ დრაკონულ კანონებს და უფლებადამცველი ჯგუფების მას გმობენ, როგორც ქვეყანაში ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობას. მოვლენებმა მასობრივი არეულობა გამოიწვია, ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა თბილისის პარლამენტის შენობის წინ, რომლებიც აფრიალებენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის დროშებსაც”, - იუწყება CNN-ი.

ტელეკომპანიის შეფასებით, კანონპროექტი შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას.

„კანონპროექტს ფართოდ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მას საშინელი გავლენა ექნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ევროპასთან დაკავშირებული არასამთავრობო და საინფორმაციო ორგანიზაციებისთვის. ეს ასევე შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას. ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონი „შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“ და შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, -იუწყება CNN-ი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს