რუსთაველის გამზირზე, მას შემდეგ, რაც ტერიტორია მომიტინგეებისგან გაწმინდეს, კვლავ რჩება სპეცრაზმის ნაწილი - პოლიცია დგას უშუალოდ პარლამენტის წინ

რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი კვლავ რჩწება. კერძოდ, ისინი განლაგებული არიან სასტუმროების - “ბილტმორის” და “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიებზე.

უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია. ამასთან, ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მთელს პერიმეტრზე საპატრულო პოლიცია პატრულირებს. პოლიცია რუსთაველის გამზირზე გასასვლელ ქუჩებზე - არჩილ ჯორჯაძისა და გია ჭანტურიას ქუჩებზეც დგას.

რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახური წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ახალგაზრდების ჯგუფი პარლამენტის მიმდებარედ დაბრუნებას კვლავ ცდილობს, მაგრამ სამართალდამცავები ამის საშუალებას არ აძლევენ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში