კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ავტომობილები და შენობები

რუსული ძალების მიერ კიევის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 3 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი და შენობა. კერძოდ, აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა ხუთი ავტომობილი, 15 კი დაზიანდა. ამასთან, დაზიანებულია მიმდებარედ მდებარე სახლების ფასადები.

დედაქალაქის პროკურატურაში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე მაშველები, პოლიცია და ექიმები მუშაობენ და გამომძიებლები და კრიმინალისტები ომის დანაშაულის მტკიცებულებებს აგროვებენ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები