პაატა მანჯგალაძე - ახლა გაჩერება საქმის შუა გზაზე მიტოვებაა - პროტესტი უნდა გაგრძელდეს!

აქციები არ უნდა გაგრძელდესო და რატომ? პარლამენტის შუშა არ ჩატეხოს მხუთავი აირით სულდახუთულმა და ევროპაგადაკეტილმა გაბრაზებულმა ახალგაზრდებმა? ახლა გაჩერება საქმის შუა გზაზე მიტოვებაა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

„აქციები არ უნდა გაგრძელდესო და რატომ? პარლამენტის შუშა არ ჩატეხოს მხუთავი აირით სულდახუთულმა და ევროპაგადაკეტილმა გაბრაზებულმა ახალგაზრდებმა? ახლა გაჩერება საქმის შუა გზაზე მიტოვებაა, პროტესტი უნდა გაგრძელდეს! დღეს 19:00 პარლამენტთან! თავისუფლება დაკავებულ აქციის მონაწილეებს! თავისუფლება საქართველოს! ასეთი რეჟიმები ერთი ორი აქციით ვერ და არ იცვლება!“- წერს მანჯგალაძე.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში