ცესკო-მ საერთაშორისო კომპანიასთან „სმარტმატიკი“ ხელშეკრულება გააფორმა

29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

ცესკო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხელშეკრულებას, რომელიც აღნიშნული არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას უკავშირდება, ხელი ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და კომპანია „სმარტმატიკის“ (Smartmatic International Holding B.V.) მმართველმა დირექტორმა ფრანს გუნნიკმა მოაწერეს.

„დღეს მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი საერთაშორისო ვენდორ კომპანიასთან, „სმარტმატიკი“, რომელსაც გააჩნია 30-ზე მეტ ქვეყანაში, 110 არჩევნების ჩატარების გამოცდილება. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიური სერვისების მაღალი სტანდარტების შესაბამისად დანერგვასა და განხორციელებას, იმისათვის, რომ 29 აპრილს ჩვენ ათივე მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებს სათანადო დონეზე მოვემსახუროთ“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

ამასთან, როგორც ფრანს გუნნიკმა აღნიშნა, გრაფიკით გათვალისწინებულ ყველა საჭიროებას საარჩევნო პროცესში დააკმაყოფილებენ.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ჩვენ აქ ვართ, რომ პილოტირების ხანგრძლივი და წარმატებული პროცესი მოვიყვანოთ სისრულეში. გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ჩამოვიტანოთ ახალი საარჩევნო ტექნოლოგია, რომელიც „სმარტმატიკს“ გამოუყენებია მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. დარწმუნებულნი ვართ, რომ დავაკმაყოფილებთ გრაფიკით გათვალისწინებულ ყველა საჭიროებას საარჩევნო პროცესში“,- განაცხადა ფრანს გუნნიკმა.

ამასთან, ცესკოს ცნობით, ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა საარჩევნო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ბაზრის კვლევის რამდენიმე ეტაპიანი პროცესი, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯაროობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებული იყო როგორც ცესკოს, ისე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. გარდა ამისა, ბაზრის კვლევის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ იმ საელჩოებს, რომლებთანაც საარჩევნო ადმინისტრაციას სამუშაო ჯგუფის ფორმატში თანამშრომლობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ასევე გავრცელდა მედიასაშუალებებით.

„ბაზრის კვლევისთვის განსაზღვრულ ვადებში პროცესში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოთქვა, თუმცა ყველა ეტაპის წარმატებით გავლა მხოლოდ ერთმა მათგანმა შეძლო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირების საბოლოო ეტაპზე ტესტირება გაიარა ყველა იმ პროცესმა, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარებისთვის არის საჭირო და დადგინდა, რომ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკის“ მიერ წარმოდგენილი აპარატურა და მათი მუშაობის სქემა თავსებადია ცესკოს მოთხოვნებსა და საჭიროებებთან. შესაბამისად, მიღებულ იქნა აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია რომ კომპანია „სმარტმატიკს“ სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს და შესაბამის ტექნიკას თავადვე აწარმოებს. 2000 წლიდან კომპანია გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება. მათ შორის განხორციელებული აქვს ამ ტიპის პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ალბანეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელგია, ფილიპინები და ა.შ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ 2021-2022 წლებში საქართველოში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული საპილოტე პროექტები სწორედ „სმარტმატიკის“ მხარდაჭერით განხორციელდა. საყოველთაო შეფასებით აღნიშნული პროექტები იყო წარმატებული და ჩართული მხარეების მაღალი სანდოობით სარგებლობდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ცესკო-მ საერთაშორისო კომპანიასთან „სმარტმატიკი“ ხელშეკრულება გააფორმა

29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

ცესკო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხელშეკრულებას, რომელიც აღნიშნული არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას უკავშირდება, ხელი ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და კომპანია „სმარტმატიკის“ (Smartmatic International Holding B.V.) მმართველმა დირექტორმა ფრანს გუნნიკმა მოაწერეს.

„დღეს მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი საერთაშორისო ვენდორ კომპანიასთან, „სმარტმატიკი“, რომელსაც გააჩნია 30-ზე მეტ ქვეყანაში, 110 არჩევნების ჩატარების გამოცდილება. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიური სერვისების მაღალი სტანდარტების შესაბამისად დანერგვასა და განხორციელებას, იმისათვის, რომ 29 აპრილს ჩვენ ათივე მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებს სათანადო დონეზე მოვემსახუროთ“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

ამასთან, როგორც ფრანს გუნნიკმა აღნიშნა, გრაფიკით გათვალისწინებულ ყველა საჭიროებას საარჩევნო პროცესში დააკმაყოფილებენ.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ჩვენ აქ ვართ, რომ პილოტირების ხანგრძლივი და წარმატებული პროცესი მოვიყვანოთ სისრულეში. გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ჩამოვიტანოთ ახალი საარჩევნო ტექნოლოგია, რომელიც „სმარტმატიკს“ გამოუყენებია მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. დარწმუნებულნი ვართ, რომ დავაკმაყოფილებთ გრაფიკით გათვალისწინებულ ყველა საჭიროებას საარჩევნო პროცესში“,- განაცხადა ფრანს გუნნიკმა.

ამასთან, ცესკოს ცნობით, ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა საარჩევნო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ბაზრის კვლევის რამდენიმე ეტაპიანი პროცესი, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯაროობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებული იყო როგორც ცესკოს, ისე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. გარდა ამისა, ბაზრის კვლევის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ იმ საელჩოებს, რომლებთანაც საარჩევნო ადმინისტრაციას სამუშაო ჯგუფის ფორმატში თანამშრომლობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ასევე გავრცელდა მედიასაშუალებებით.

„ბაზრის კვლევისთვის განსაზღვრულ ვადებში პროცესში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოთქვა, თუმცა ყველა ეტაპის წარმატებით გავლა მხოლოდ ერთმა მათგანმა შეძლო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირების საბოლოო ეტაპზე ტესტირება გაიარა ყველა იმ პროცესმა, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარებისთვის არის საჭირო და დადგინდა, რომ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკის“ მიერ წარმოდგენილი აპარატურა და მათი მუშაობის სქემა თავსებადია ცესკოს მოთხოვნებსა და საჭიროებებთან. შესაბამისად, მიღებულ იქნა აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია რომ კომპანია „სმარტმატიკს“ სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს და შესაბამის ტექნიკას თავადვე აწარმოებს. 2000 წლიდან კომპანია გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება. მათ შორის განხორციელებული აქვს ამ ტიპის პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ალბანეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელგია, ფილიპინები და ა.შ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ 2021-2022 წლებში საქართველოში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული საპილოტე პროექტები სწორედ „სმარტმატიკის“ მხარდაჭერით განხორციელდა. საყოველთაო შეფასებით აღნიშნული პროექტები იყო წარმატებული და ჩართული მხარეების მაღალი სანდოობით სარგებლობდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია