ქალაქ მარნეულში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა გრძელდება

ქალაქ მარნეულში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა გრძელდება.

პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი და 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა აშენდება. სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, დამონტაჟდება განათება და აღიჭურვება გახმოვანების სისტემით. სტადიონი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

სტადიონის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 8.1 მილიონ ლარს შეადგენს და 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

„აღნიშნული პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია როგორც სპორტული, ისე ეკონომიკური მიმართულებით; ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ქალაქის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს",- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება