შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ამ ჯგუფისგან პარლამენტის შტურმის მცდელობა სხვა დროსაც გვინახავს - ჩვენი პრობლემა არა პოლარიზაცია, არამედ, რადიკალიზაციაა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი აწარმოებს

ოპოზიციის ამ ჯგუფისგან პარლამენტის შტურმის მცდელობა სხვა დროსაც გვინახავს. ჩვენი პრობლემა პოლარიზაცია კი არ არის, არამედ, რადიკალიზაცია, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი აწარმოებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც პაპუაშვილი დასძენს, ახალგაზრდების ენერგია, რომელიც მათ ყალბი ნარატივის შედეგად ჰქონდათ პოლიტიკოსების წაქეზებით აგრესიისკენ მიიმართა.

„ალბათ, ხშირად გითქვამთ ფრაზა: „არაფერი ამართლებს ძალადობას“. ეს მოქმედებს ყველგან და ყველა პირობაში. არაფერი ამართლებს ძალადობას! ეს არის ფორმულა, რომელიც სამართლებრივ სახელმწიფოში ყველამ უნდა დაიმახსოვროს, იქნება ეს სახელმწიფო ინსტიტუტი, თუ მოქალაქე. გუშინ პირდაპირ ვნახეთ, რომ აქციის მონაწილეებს პარლამენტის წევრმა პირდაპირ მოუწოდა პიკეტირებისკენ.

ახალგაზრდების ენერგია, რომელიც მათ ჰქონდათ ყალბი ნარატივის შედეგად, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობოები ამკვიდრებდნენ, პოლიტიკოსების წაქეზებით მიემართა აგრესიისკენ, დაზიანდა პარლამენტის შენობა, სადაც წესით უნდა ემსახურებოდნენ ქართველ ხალხს. ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. ოპოზიციის ამ ჯგუფისგან პარლამენტის შტურმის მცდელობა სხვა დროსაც გვინახავს. ჩვენი პრობლემა პოლარიზაცია კი არ არის, რადიკალიზაცია, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი აწარმოებს. კანონპროექტი დაწერილი არ იყო, როდესაც მისი დაბრენდვა მოხდა, როგორც რუსული კანონი, რაც სიყალბეა. გააცნობიერებენ, თუ რამხელა სიყალბე მოხდა იმ პროპაგანდისტული ტალღის შედეგად. ეს სიყალბე ყველასთვის ნათელი გახდება“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერზე, სადაც გედევან ფოფხაძე, აკია ბარბაქაძე და სერგი კაპანაძე სავარაუდოდ, პარლამენტში შესვლის გეგმაზე საუბრობენ. პაპუაშვილის თქმით, ასეთი ხალხის სამოქალაქო საზოგადოების წარმოჩინება ხდება, რაც სიყალბეა. ამასთან, დასძენს, რომ სირცხვილია, როდესაც პოლიტიკოსები საკანონმდებლო ორგანოზე შეტევას გეგმავენ.

„როდესაც ვსაუბრობთ სერგი კაპანაძეზე, იცით, რომ „გრასის“ დამფუძნებელია. ადამიანი, რომელიც მბრუნავი კარის პრინციპით, პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გახდა, შემდეგ პარლამენტის წევრი იყო, ასევე დაბრუნდა არასამთავრობო სექტორში. ასეთი ხალხის ჩვენება ხდება, თითქოს სამოქალაქო საზოგადოებაა. ეს სიყალბე ვნახეთ გუშინ, ადამიანები გეგმავენ პარლამენტის შტურმს, როდესაც პარლამენტში შესვლაზე იყო საუბარი. უდიდესი სირცხვილია, როდესაც პოლიტიკოსები გეგმავენ შეტევას საკანონმდებლო ორგანოზე. მეორე ვნახეთ, „სირცხვილიას“ წარმომადგენელი მაქარაშვილი. მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის ფინანსები გამჭვირვალე იყოს. მათ შორის, პარლამენტთან მდგომი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ იცოდნენ ლიდერები ან კვაზი-ლიდერები, რომლებიც მათ გვერდში ტრიალებენ, სინამდვილეში ვინ არიან. ველი, რომ არასამთავრობო სექტორი გააკეთებს განცხადებას, იმედია, დაგმობენ და გაემიჯნებიან, მათ შორის ამ სუბიექტებს“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს