რომან გოცირიძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტმა დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილების და მისი ისტორიულ სანაგვეში გადასროლის პროცესი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტმა დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილების და მისი ისტორიულ სანაგვეში გადასროლის პროცესი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ დაინახა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა რუსეთის „ბოგინი“.

„ახლა თუ შესაძლებელი იყო კანონის გაწვევა, რატომ არ იყო შესაძლებელი ამ კანონის გაწვევა მანამ, სანამ არ დაატრიალებდნენ იმ უბედურებას, რასაც ჩვენ ვხედავდით. პრევენცია შესაძლებელი იყო უფრო ადრე, არ უნდა მიეღოთ ეს კანონი. დაინახეს, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა რუსეთის ბოგინი. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტმა დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილების და მისი ისტორიულ სანაგვეში გადასროლის პროცესი“, - განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძე საპროტესტო აქციაზე დღეს ე.წ. კონცერტის გამართვის იდეას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქცია რა ფორმას მიიღებს, ამას ახალგაზრდები გადაწყვეტენ.

„არ ვარ საქმის კურსში, მე ვარ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი. აქ მოვედი მხოლოდ სოლიდარობისთვის და აქცია რა ფორმას მიიღებს, ამას ახალგაზრდები გადაწყვეტენ“,- აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა