ანონსი  10 მარტი

10 მარტს, 10:30 საათზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) სასტუმრო „რუმს თბილისში“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2022 წლის ანგარიშს წარადგენს.

მის: მერაბ კოსტავას ქ.14

საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599420206

10 მარტს, 10:30 საათზე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, „შავი ზღვის პლატფორმის“ (BSP), საპატიო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართება.

საპატიო საბჭოს შეხვედრას ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიოს ბანკის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, ექსპერტები, ძირითადი სექტორული კომპანიები და ბიზნეს ასოციაციები დაესწრებიან.

მის: სასტუმრო „ბილტმორი თბილისი“, შოთა რუსთაველის გამზ.29

საკონტაქტო: ანა კვარაცხელია - 599 57 00 55; მედეა ლაშხია - 555 386 898

10 მარტს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: გულუას ქუჩა N10

10 მარტს 11:00 საათიდან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რუსთაველის გამზირზე 02 - 09 მარტს დაზარალებული ჟურნალისტების გამოკითხვა იწყება. ჟურნალისტთა უფლებებს მედიაომბუდსმენი იცავს.

საკონტაქტო ტელ.: 555 795 776

10 მარტს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: გულუას ქუჩა N10

10 მარტს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

10 მარტს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

10 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო „აბრუში“ მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართება.

სემინარზე, პროექტის ექსპერტების მიერ, მედიის წარმომადგენლებისთვის დეტალურად იქნება მიწოდებული ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების პროცესის და მონიტორინგის შუალედური შედეგების შესახებ.

მის: პოლიკარპე კაკაბაძის #49

საკონტაქტო: 592 770 822

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება