პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციებზე დაკავებული 133 პირიდან, 132 თავისუფალია, 1 პირი კი პატიმრობაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რჩება

პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციებზე დაკავებული 133 პირიდან, 132 თავისუფალია, 1 პირი კი პატიმრობაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რჩება

პარლამენტის მიმდებარედ 7-8 მარტს გამართულ აქციებზე დაკავებული 133 პირიდან 132 თავისუფალია, 1 კი პატიმრობაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით რჩება.

2001 წელს დაბადებული თ.ა. 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს.