„დაუყოვნებლივ ჩააგდონ რუსული კანონი” - ამ ლოზუნგით ბათუმში აქცია მიმდინარეობს

„დაუყოვნებლივ ჩააგდონ რუსული კანონი” - ამ ლოზუნგით ბათუმში ევროპის მოედანზე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, „რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ, რადგან ხელისუფლებას არ ენდობიან“.

“სახელმწიფო ხალხის მხარეს არასდროს ყოფილა, ხალხის მოთხოვნა არასდროს შეუსრულებიათ. მათი გადაწყვეტილება რიგითი ავანტიურაა, არ ვენდობით. “ქართული ოცნება” ხალხისთვის არ არის. არ გვჯერა, რომ დაპირებას შეასრულებს, ჩვენ გამოვალთ ქუჩაში. საქართველოს არ დავუთმობთ რუსულ რეჟიმს”, - აცხადებენ შეკრებილები.

აქციის მონაწილეები მიმართავენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერ დეპუტატებს, დატოვონ მანდატები, რადგან აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ დეპუტატები "რუსეთის მითითებით მოქმედებენ".

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა