პრეზიდენტი ხელისუფლებაზე - მათი პოზიცია არ არის ნათელი, საქართველოს პოზიცია კი ძალიან ნათელია - ძალიან ნათელია, სად დგას მოსახლეობა

მთავრობის პოზიცია ბოლო დროს სულ უფრო მეტად არ იყო ნათელი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დააზიანა თუ არა “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტის ასე შორს წაწევამ საქართველოს პოზიცია და სტატუსი ევროკავშირთან მიმართებაში, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ “პირიქით”.

“ყველამ იცის, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობაა “ქართული ოცნება”, ამიტომ ყველაფრის იმპლემენტაცია შეუძლიათ, რისი ინიციატივითაც გამოდიან და არავის შეუძლია შეწინააღმდეგება, პრეზიდენტის ვეტოსაც კი.

რაც ამან აჩვენა, არის ის, რომ როდესაც საზოგადოება რამის გარშემო გაერთიანებულია, შეუძლია თუნდაც პარლამენტის უმრავლესობის დამარცხება და ეს არის მნიშვნელოვანი.

ამიტომ, ვფიქრობ, ამან ჩვენი შანსები გაზარდა, რადგან ძალიან ეფექტიანად აჩვენა, სად დგას ქართული საზოგადოება, რასაც ბევრ შემთხვევაში აქამდეც აჩვენებდა, რომ პრო-ევროპულია. ყველა გამოკითხვა ევროკავშირის მხარდაჭერის 80%-ს აჩვენებს და ეს არის ადგილი, სადაც ადამიანს სურთ წასვლა, სწავლა. ამიტომ ძალიან ნათელია, სად დგას მოსახლეობა.

მთავრობის პოზიცია კი სულ უფრო მეტად არ იყო ნათელი ბოლო დროს, რადგან მათ შეიტანეს ევროინტეგრაცია, ევროატლანტიკური პროცესი კონსტიტუციაში, გამოაცხადეს, რომ 2024 წელს უნდა შევიტანოთ კანდიდატობის განაცხადი - ეს ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე და უეცრად ისინი საპირისპირო მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ამიტომ მათი პოზიცია არ არის ნათელი, საქართველოს პოზიცია კი ძალიან ნათელია”, - თქვა ზურაბიშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს