რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, ხვალ 11:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბონ

10 მარტს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიგეგმა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეეებს მოუწოდეს, ხვალ 11:00 საათზე კვლავ შეიკრიბონ.

შესაბამისი განცხადება აქციაზე ერთ-ერთმა წამყვანმა ნოდარ ჩაჩანიძემ მას შემდეგ გაახმოვანა, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში, 10 მარტს, ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება. როგორც ცნობილია, დღის წესრიგში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ, ე.წ. აგენტების შესახებ პროექტის მეორე მოსმენა, რომელსაც როგორც "ქართულ ოცნებაში" ითქვა, კენჭისყრაზე ჩააგდებენ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მიიღო. აღნიშნული პროექტების საპროტესტოდ პარლამენტთან მესამე დღეა საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის 7-8 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს