ბადრი ჯაფარიძე - დღეს სხვა საქართველოში გავიღვიძეთ

დღეს გავიღვიძეთ სხვა საქართველოში. საქართველოში, რომელიც არასოდეს შეეგუება ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ ნაბიჯებს. შესაბამისად, იწყება ჩვენი ახალგაზრდების მიერ ქვეყნის და სახელმწიფოს უკან დაბრუნება, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ახალგაზრდები ქვეყანას არავის დაუთმობენ.

მისი თქმით, ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნაა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ სხვა საქართველოში გავიღვიძეთ. საქართველოში, სადაც ჩვენი შვილების თაობამ, მთელ მსოფლიოს და „ქართულ ოცნებას“ ხმამაღლა განუცხადა, რომ ეს არის მათი ქვეყანა. ახალგაზრდები ამ ქვეყანას და თავისუფლებას არავის დაუთმობენ. ჩვენი შვილების თაობის თავგანწირულმა წინააღმდეგობამ მოიტანა ის შედეგები, რასაც ჩვენ ვხედავთ: რუსული კანონი გაითხოვეს უკან, ამავე დროს გათავისუფლებულია ყველა დაკავებული.

ახლა ამ საამაყო თაობის მოთხოვნაა, ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ეს არის მათი უპირობო მოთხოვნა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ყოველთვის მხარს დაუჭერს ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„ახლა შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ „ქართული ოცნების“ ნებისმიერი მავნებლური ნაბიჯი, რომელიც დააზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, აუცილებლად გამოიწვევს ახალგაზრდების წინააღმდეგობას. ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ ოქტომბრამდე გონს მოეგება და გადადგამს ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის სჭირდება. სხვა შემთხვევაში, ახალგაზრდები გააგრძელებენ საპროტესტო მოძრაობას.

ახლა უნდა დაველოდოთ ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ გვესმის, რომ ვიდრე ეს ძალა ხელისუფლებაშია, რეფორმები და იმ სისწრაფით ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში ვერ განხორციელდება, მაგრამ აუცილებელია გვესმოდეს, რომ ის შანსი, რაც ახლა ქვეყანას აქვს ხელიდან არ უნდა იყოს გაშვებული. ამის სადარაჯოზე დგანან ეს ახალგაზრდები“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად