ურსულა ფონ დერ ლაიენი - მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიზანმიმართული დარტყმები ომის დანაშაულია

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ კიდევ ერთ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ომის დანაშაულია.

„ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ვესაუბრე. რუსეთის მიზანმიმართული დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგო ქსელის წინააღმდეგ ომის დანაშაულია. ეს აძლიერებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ პროგრესის მიღწევა უკრაინის რეფორმების განხორციელების მცდელობაში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“.

9 მარტის ღამეს რუსეთმა უკრაინაში სხვადასხვა ტიპის 81 რაკეტა გაუშვა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 უკრაინელი დაიღუპა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს უკრაინის პროგრესს ანტიკორუფციული მიმართულებით.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე