უკრაინის გენშტაბი - მტერი ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებს არ წყვეტს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ხუთი მიმართულებით მოწინააღმდეგის 102 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, „მტერი ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებს არ წყვეტს“.

„ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე. გასული დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა დამპყრობლების მიერ მათ წინააღმდეგ განხორციელებული 102 თავდასხმა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე.

„რუსი აგრესორი არ თმობს უკრაინის ოკუპაციის განზრახვას და აგრძელებს ტერორისტული ტაქტიკის გამოყენებას, რითაც უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში, საერთო ჯამში, მტერმა სხვადასხვა ბაზირების 95 რაკეტა გაუშვა.

„ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს 34 რაკეტა. მტერმა ასევე განახორციელა 31 საჰაერო დარტყმა, კერძოდ, გამოიყენა „შაჰედ-136“ ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა ნახევარი ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს. მტერმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 65-ჯერ გახსნა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უწყების განმარტებით, უკრაინის მასშტაბით სარაკეტო საფრთხის დონე კვლავ მაღალია.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი