ბოლნისის მუნიციპალიტეტს ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა ეწვია

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილსა და მერის პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილს შეხვდა.

დავით შერაზადიშვილმა ელჩს მუნიციპალიტეტის ისტორიის, ეკონომიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ლიეტუვის მუნიციპალიტეტებს შორის დამეგობრების შესახებაც იმსჯელეს.

„მოხარული ვარ, რომ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შევხდი. ლიეტუვა ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარია. ქართველ და ლიეტუველ ერს ერთმანეთისადმი გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა გააჩნია და მწამს, ეს დამოკიდებულება მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ელჩთან ერთად სამომავლო ურთიერთობებსა და გეგმებზე ვისაუბრე და ვიმედოვნებ, რომ მალე ბოლნისი ლიეტუვის რომელიმე მუნიციპალიტეტთან დამეგობრდება და ბოლნისი და ბოლნისელები ორ ერს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების გამტკიცებაში ჩვენს გამორჩეულ წვლილს შევიტანთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა