კახა ოქრიაშვილი - თქვენ, მმართველმა ძალამ, მიიყვანეთ ჩვენი ხალხი იქამდე, რომ ქუჩაში გამოსულიყო - ახლა, თქვენი უტვინო მოქმედებებით, ნუ მიიყვანთ ქვეყანას ესკალაციამდე

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„გავრილოვის ოცნებამ“ ჩააგდო „აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი. ქართველმა ახალგაზრდობამ აიძულა და უკან დაახევინა ხელისუფლებას, მაგრამ დღესვე გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ მკაცრად დასჯიან იმ ადამიანებს, ვინც პროტესტი გამოხატა და გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა რუსული დიქტატურისგან. დასაჯეთ ამ კანონის ინიციატორები ივანიშვილი, კობახიძე და სხვანი!

ბატონებო, თქვენ გსურთ საქართველოს გადამრჩენელი ახალგაზრდები გაასამართლოთ და დაიჭიროთ?! ნურას უკაცრავად, არ გამოგივათ! თქვენ, მმართველმა ძალამ მიიყვანეთ ჩვენი ხალხი იქამდე, რომ ქუჩაში გამოსულიყო. ახლა, თქვენი უტვინო მოქმედებებით, ნუ მიიყვანთ ქვეყანას ესკალაციამდე!

ძალიან სწრაფად, მშვიდობიანად შეიცვლება ეს ავტორიტარული, რუსული აგენტებით სავსე რეჟიმი და პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, ე.წ. გავრილოვის ღამის მშვიდობიანი აქციის დარბევისთვისაც. ხოლო, ის უკანონო ამნისტია, რომელიც კობახიძემ გააფორმა, გაუქმდება და ყველა პასუხს აგებს. ეს არ არის მუქარა - ეს დემოკრატიაა!

მალე ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან