ბადრი ესებუას ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარემ ოდოროლოგიური ექსპერტიზა ისე ჩაატარა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, ბრალდების მხარემ ოდოროლოგიური ექსპერტიზა ისე ჩაატარა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. მისი ინფორმაციით, ექსპერტიზის პასუხი არის დადებითი.

,,ბრალდების მხარე გეგმავს მტკიცებულებების გამოკვლევას. როცა ბრალდების მხარემ ჩანიშნა ოდოროლოგიური ექსპერტიზა, ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ ბრალდების მხარის წინაშე, რათა ჩვენი წარმომადგენლის მონაწილეობით ჩატარებულიყო ეს ექსპერტიზა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 7 მარტს გადაიგზავნა საექსპერტო ბიუროში აღნიშნული საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშები და 8 მარტს გაცემული იყო ამ ექსპერტიზის დასკვნა. როგორც იცით ოდოროლოგიური ექსპერტიზა ტარდება საქართველოში შსს-ს სპეციალურ კრიმინალისტურ საექსპერტო დაწესებულებაში, რომლის ანალოგი სამწუხაროდ არ არის და დაცვას არა აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ექსპერტიზის ეს დასკვნა. ამის ალტერნატიული დასკვნა არ არსებობს, ამიტომაც ვითხოვდით ჩვენ, დაცვის მხარე, ჩვენი წარმომადგენლით ყოფილიყო ჩართული ამ ექსპერტიზის პროცესში, თუმცა როგორც იცით შუამდგომლობაზე პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია და ექსპერტიზის დასკვნა უკვე დასრულებულია. შესაბამისად, ბრალდების მხარე დღეს მას წარმოადგენს პროცესზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩქარობს, არ უნდა ამ საქმეზე მტკიცებულებების წარმოდგენაში, სანდოობაში გამჭვირვალობა და ფაქტობრივად აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ანუ მტკიცებულებებს ფალსიფიცირებით უნდა შექმნას ისეთი მტკიცებულებები რაც მას ფონს გაიყვანს და მისთვის სასურველ შედეგს მიაღწევს ამით. როგორც ვიცი ექსპერტიზის შედეგი არის დადებითი ბრალდების მხარისთვის“,- განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება