სასამართლომ ბადრი ესებუას საქმეზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულება დასაშვებად ცნო

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესი გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე ახალი მტკიცებულების დასაშვებობასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა, კერძოდ, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

ადვოკატ იოსებ ჯანაშიას განცხადებით, დაცვის მხარეს ოდოროლოგიურ ექსპერტიზის ჩატარების პროცესში მათი წარმომადგენლის მონაწილეობის უფლება არ მიეცა. დაცვის მხარეს აქვს ეჭვი, რომ ექსპერტიზა არაობიექტურად ჩატარდა.

„ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი ახლად მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობასთან დაკავშირებით შუამდგომლობა. სასამართლოს ნებართვით ბრალდების მხარის მიერ აღებულია სუნის ნიმუშები, რის საფუძველზეც შემდეგ დაინიშნა ოდოროლოგიური ექსპერტიზა. შესაბამისი დადგენილება სასამართლოში დასაშვებ მტკიცებულებად უკვე წარმოდგენილია, ასევე დასაშვებად იქნა ცნობილი მიმართვის წერილი, რომლითაც ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე გადაიგზავნა დადგენილება შესაბამისი ნივთმტკიცებულებებთან ერთად. კერძოდ, ეს გახლდათ ბადრი ესებუასგან აღებული სუნის ნიმუში, ასევე საკვლევი ნიმუშები, რომელიც სხვადასხვა ობიექტებიდან იქნა აღებული. ეს საკვლევი ნიმუშები გადაიგზავნა ექსპერტიზაზე და მიმდინარე წლის 9 მარტს გაცემულია შესაბამისი დასკვნა, ეს გახლავთ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და გადმოიგზავნა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში მომართვის წერილთან ერთად.

მიაჩნია, რომ ეს მტკიცებულება თავის დასაშვებობით სრულიად შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც დასაშვებია ისეთი ახალი მტკიცებულებები, რომლის მანამდე მოპოვება და წარდგენა მხარეს ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით არ შეეძლო. მოგმართავთ შუამდგომლობით, რომ დასაშვებად ცნოთ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მომართვის წერილთან ერთად. მას შემდეგ რაც დასაშვებად იქნება ცნობილი აღნიშნული მტკიცებულება მოწმედ დაიკითხოს ექსპერტი გიორგი ტაბატაძე”, -განაცხადა პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, შესაბამისად მათ მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულება დასაშვებად ცნო. ასევე, დაკმაყოფილდა მეორე შუამდგომლობა ექსპერტის გამოკითხვის შესახებ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს