აჭარის უმაღლესი საბჭო - აჭარის უმაღლეს საბჭოს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, კვლავ 100%-იანი მაჩვენებელი აქვს

აჭარის უმაღლესი საბჭო, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, 100%-იანი მაჩვენებლით, ამჯერადაც საუკეთესოთა შორისაა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებების გამოსავლენად დადგენილი კრიტერიუმები, უმაღლესმა საბჭომ სრულად დააკმაყოფილა. კვლევის შედეგები საჯარო ინფორმაციის რაოდენობით, სრულყოფილი და ვადების დაცვით გაცემული პასუხებით განისაზღვრა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი, 2022 წელს, საქართველოს მასშტაბით, 374 საჯარო დაწესებულებაში განახორციელა და 11 საუკეთესო გამოავლინა.
2022 წლის კვლევის შედეგები IDFI-იმ 10 მარტს გამოაქვეყნა.

























