ცესკოს თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ცნობით, 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, აღნიშნულ არჩევნებზე ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები და გამოწვევები, სადამკვირვებლო მისიების როლი ტექნოლოგიების ინტერვენციის პროცესში, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ ოდირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის - ეს ის თემებია, რომლებზეც გიორგი კალანდარიშვილმა ევროკავშირის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ყურადღება იმ აქტივობებზეც გაამახვილა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო პროცესებში დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კარგ საშუალებას წარმოადგენს ჩართულ მხარეებთან ერთად, კიდევ ერთხელ მოსინჯოს ყველა ახალი პროცედურა ტექნოლოგიური ინტერვენციის მიმართულებით.

„რადგან 2024 წლის არჩევნებზე ჩვენი მოსახლეობის თითქმის 90% ტექნოლოგიების გამოყენებით გააკეთებს არჩევანს კენჭისყრის დღეს. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ საარჩევნო პროცესზე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბატონ ელჩს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე იმ საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ, რის წინაშეც ადმინისტრაცია ახლა დგას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც თავისთავად პოზიტიურად აისახება საარჩევნო პროცესზე, რადგან ევროპული არჩევნები და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტი არის ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი, საითაც მივდივართ“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის და საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა დღეს გაიმართა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს