"ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" ექიმთა გუნდი რეგიონებში ბავშვებისთვის უფასო სკრინინგს აგრძელებს

"ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" ექიმთა გუნდი, ბავშვთა კარდიოლოგის, პროფესორ ვახტანგ ხელაშვილის ხელმძღვანელობით, ბავშვებში თანდაყოლილი პათოლოგიების გამოვლენის მიზნით, რეგიონებში უფასო სკრინინგს აგრძელებს.

"ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" ექიმებმა, კარდიოლოგებმა - ვახტანგ ხელაშვილმა, თამარ ჩხაიძემ და თამარ სამხარაძემ, ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ და ბავშვთა ქირურგმა ზურაბ ძიძავამ 11 მარტს ქუთაისის #4 შერეულ პოლიკლინიკაში პაციენტები გასინჯეს.

აქციის ფარგლებში ბავშვებს უფასოდ ჩაუტარდათ: ექოკარდიოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ბავშვთა კარდიოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის და ბავშვთა ქირურგის კონსულტაცია. აქციას დაესწრნენ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალური დირექტორი ზაზა სოფრომაძე და ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, რომლის მხარდაჭერითაც ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა უკვე მეორედ ჩაატარა უფასო სკრინინგი ქუთაისის მე-4 შერეულ პოლიკლინიკაში.

"მისასალმებელია მსგავსი ჰუმანური აქციების ჩატარება მუნიციპალურ პოლიკლინიკაში, რადგან ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქუთაისელებისთვის, უფასოდ მიიღონ ბავშვთა კარდიოლოგიური თუ სხვა სერვისები“, - განაცხადა თამარ დახუნდარიძემ.

"ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" მადლობას უხდის ქუთაისის მე-4 შერეული პოლიკლინიკის დირექტორს ნინო ჩალაძეს პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის. ბავშვებში თანდაყოლილი პათოლოგიების გამოვლენის მიზნით, "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" ექიმთა გუნდი მსგავსი აქციით სხვა რეგიონებშიც ჩავა. "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" წინასწარ გაცნობებთ მომდევნო აქციის დროს და ადგილს. პაციენტებს აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოუწევთ, კონსულტაცია ადგილზე გაიარონ თავიანთი პოლიკლინიკის პედიატრთან ან ბავშვთა კარდიოლოგთან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა