შალვა პაპუაშვილი - ყოფილი სახალხო დამცველი ჩვეულებრივ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მოუწოდებს სხვებს, ადამიანები საზოგადოებისგან გარიყონ - ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი

მოლოტოვის კოქტელებთან ერთად რაც ვნახეთ, სამწუხაროდ, არის ზიზღის გაღვივება საზოგადოებაში. ჩვენ ვიხილეთ მათ შორის, ყოფილი სახალხო დამცველის „პოსტი", სადაც ის მოუწოდებს ყველას, რომ გარკვეული ადამიანები საზოგადოებიდან გარიყონ, ხელი არ ჩამოართვან, არ მიესალმონ და ა.შ. , - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ნინო ლომჯარიას განცხადება არის ჩვეულებრივი ფაშიზმი.

მისი თქმით, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ გვყავდა სახალხო დამცველი, რომელიც ჩვეულებრივ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მოუწოდებს სხვებს, რომ ადამიანები საზოგადოებისგან გარიყონ.

,,შეიქმნა ჯგუფები, იწვება წიგნები, ლექტორები არ უნდა შეუშვან აუდიტორიაში და ამას ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დეკორირებული იქნა რამდენიმე ორდენით. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რასაც ის აცხადებს. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვყავდა სახალხო დამცველი, რომელზეც თითქოს, ამბობდნენ, რომ მას ნდობა ჰქონდა, განსაკუთრებით, არასამთავრობო სექტორისგან. ის ჩვეულებრივ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მოუწოდებს სხვებს, რომ ადამიანები საზოგადოებისგან გარიყონ. ეს, რასაც ახლა ვხედავთ, არის ძალიან საშიში ფენომენი. ვხედავთ, რომ ცდილობენ, ეს დაამკვიდრონ ახალგაზრდებში და გააღვივონ მათში ზიზღი ადამიანების მიმართ. ამას საზოგადოების მხრიდან დროული რეაგირება და გაცნობიერება სჭირდება, რომ არ მეორდებოდეს ის, რაც სამყარომ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში იხილა ზოგ ქვეყნებში, სადაც წიგნები იწვებოდა და ადამიანებს რიყავდნენ, ის, რაც საზოგადოებამ იხილა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სადაც ადამიანებს რეცხავდნენ. იმავე ფსიქოლოგიის ხალხი ცდილობს ახლა, რომ გახდეს ლიდერი. ვგულისხმობ მათ შორის, ყოფილ სახალხო დამცველს, რომელიც ფაშისტური მოწოდებებით გამოდის. შედით და ნახეთ, რამხელა გამოხმაურება აქვს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან და როგორ ეიფორიაში არიან, კი, გავრიყოთ, მოვიცილოთ, მოვკვეთოთ და ჩავრეცხოთო. წარმოიდგინეთ, ეს მიდგომა რომ აქვს იმ სექტორს, რომელიც დღე-ღამეს სემინარებში ატარებს, ადამიანის უფლებებზე საუბრობს და ამით მოაქვს თავი, რომ PowerPoint-ზე გაუშვებს და იქ მიანიშნებს, ადამიანის უფლებებში რამდენი პუნქტია და რამდენი ქვეპუნქტი. ნათელია, რამდენად ფასადურია ზოგიერთი უფლებადამცველის და ლამაზი სიტყვებით მოსაუბრე ადამიანების განწყობა და რამდენად სცდება შინაარსი ამ ფასადს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს