ირაკლი ქადაგიშვილი - ვანო მერაბიშვილი პირდაპირ ამბობს, შევუტიოთ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად, დავიწყოთ ომი - ჩვენ დავინახეთ, რომ გულწრფელი პროტესტის უკან იდგა მერაბიშვილისეული პროექტი

ჩვენ დავინახეთ, რომ გულწრფელი პროტესტის უკან იდგა მერაბიშვილისეული პროექტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ქადაგიშვილი საქართველოს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველასთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას.

„ ყველასთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას, ეს განსაკუთრებით მაშინ გამოიკვეთა, როდესაც უკრაინაში რუსეთის აგრესია დაიწყო. იმ დღიდან მოყოლებული არის მცდელობა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს, როგორც მეორე ფრონტის ადგილი. დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ აღარ ერიდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ღია ეთერში პირდაპირ ამ მიზნის დაფიქსირებას. ვანო მერაბიშვილი პირდაპირ ამბობს: „ჩვენი მიზანია დავიწყოთ საპროტესტო მოძრაობა, რათა შევცვალოთ ხელისუფლება, პროუკრაინული ქართული გახდეს“. შევუტიოთ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად, დავიწყოთ ომი და ამ ქვეყანაში ისევ ის უბედურება დავატრიალოთ, რაც 2008 წელს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომ საქართველო არ იყოს მორიგი უმძიმესი დამანგრეველი ავანტიურისტთა მსხვერპლი. ჩვენ დავინახეთ, რომ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის უკან ასეთი ძალები ცდილობდნენ ამ გეგმების განხორციელებას. საპროტესტო აქციების დროს, ჩვენ დავინახეთ, რომ გულწრფელი პროტესტის უკან იდგა მერაბიშვილისეული პროექტი, რომლის მიზანი არ იყო ადამიანის ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი და მისწრაფებები ევროკავშირთან დაახლოებაზე. მიზანი იყო ამის გამოყენება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ეს მიზანი ვიცოდით. არ გვიღირდა არცერთი თანამოქალაქის დაზიანება“,- აღნიშნავს ქადაგიშვილი.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს