ზურაბ ჯაფარიძე - ახალგაზრდებმა მიზანს მიაღწიეს - მათი მიზანი ხელისუფლების ცვლილება რომ ყოფილიყო, დღეს ხელისუფლება შეცვლილი იქნებოდა

ახალგაზრდებმა მიზანს მიაღწიეს - მათი მიზანი ხელისუფლების ცვლილება რომ ყოფილიყო, დღეს ხელისუფლება შეცვლილი იქნებოდა. ამ ახალგაზრდებს ვერ გააჩერებდა ვერავინ და ვერაფერი, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები შეაფასა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ახალგაზრდების მოტივაციები არ ესმის და ის, რომ ამ "ბოდვით" მათ ვერ შეაშინებს და ვერ გააჩერებს.

"მიზანს, რაც იყო, ახალგაზრდებმა მიაღწიეს და უკან დაახევინეს ივანიშვილის რეჟიმს, თავის ღარიბაშვილიან, კობახიძიან, ყველა მონებთან ერთად. რაც შეეხება ჩემს რაიმე ჩართულობას ამაში - მე ორი დღე ციხეში ვიჯექი, როცა ამ ახალგაზრდებმა ეს ბრძოლა მოიგეს. კომუნიკაციაც კი არ მქონდა არავისთან. რომ გამოვედი, უკვე გაფორმებული გამარჯვება დამხვდა. შესაბამისად, ვერაფრის კოორდინაციას ვერ გავაკეთებდი. ეს განცხადებები [ირაკლი ღარიბაშვილის] არის გათვლილი ახალგაზრდების მშობლებისადმი, რომ ისინი შეაშინონ, რომ თითქოს იქ რაღაცები ხდება, ვიღაცა ცუდი ხალხი მართავს ამ ახალგაზრდებს, რომ მერე იმათ გავლენა იქონიონ ახალგაზრდებზე, მაგრამ არ გამოვა. არ ესმის, ვინ არიან ეს ხალხი, ახალგაზრდებს ვგულისხმობ და არ ესმის მათი მოტივაციები. არ ესმის, რომ ამ ბოდვით მათ ვერ შეაშინებს და ვერ გააჩერებს," - განაცხადა ჯაფარიძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის