იაგო ხვიჩია - ღარიბაშვილის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ხალხთან ადეკვატური დამოკიდებულების პრობლემა

როგორც ჩანს, ვერაფერი გაიგეს - ოპოზიცია არაფერ შუაშია იმასთან, ხალხმა ხელისუფლებას კურსის ცვლილება არ შეარჩინა - რევოლუციაზე რომც ესაუბრათ, გასაკვირი არ იქნებოდა, თუმცა, მე არ მინახავს პოლიტიკოსი, რომელიც ამაზე საუბრობდა,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ღარიბაშვილმა მძიმე განცხადებები გააკეთა ხალხის მისამართით და "ის სიგიჟე, რაშიც ვიმყოფებით, დიდხანს ვერ გაგრძელდება". ხვიჩია ამბობს, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს.

„ღარიბაშვილის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ხალხთან ადეკვატური დამოკიდებულების პრობლემა. როგორც ჩანს, მათ ვერაფერი გაიგეს, ვერაფერი გაიგეს იმასთან დაკავშირებით, რომ არაფერი შუაშია რომელიმე ოპოზიცია იმასთან, რომ ხალხმა ხელისუფლებას კურსის ცვლილება არ შეარჩინა. ნაცვლად იმისა, ამაზე იფიქრონ, თუ რა ჩაიდინეს, რის მცდელობა ჰქონდათ და რა არ გაუტარა ხალხმა, "სატანისტ ბავშვებზე" საუბრობენ, ეს არის იმის პირდაპირი ნიშანი, რომ ბატონი ღარიბაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ვერ მოვიხდინეთ როგორც ქვეყანამ.

ზოგადად, როცა ქვეყნის დასავლურ მომავალს, ხალხის ამ მიზანს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება, ვინც არ უნდა საუბრობდეს რევოლუციაზე და ასეც რომ ესაუბრა ვინმეს, ეს არ იქნებოდა გასაკვირი, თუმცა, მე ამ პროცესში არ მინახავს პოლიტიკოსი, რომელიც რევოლუციაზე საუბრობდა,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ პოლიციას ძალაუფლებისთვის არ გადაუმეტებია.

"ძალადობა დაიწყო, რაც მე ჩამოგითვალეთ, „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეგრეთ წოდებულმა "გირჩის" მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის" ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, მე არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ”,- განაცხადა პრემიერმა „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, ყველა უმკაცრესად იქნება დასჯილი.

"60-მდე პოლიციელია დაშავებული, რამდენიმე პოლიციელი ლამის ცოცხლად დაიწვა, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი",- განაცხადა პრემიერმა.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება