ლევან დავითაშვილი - რთული გლობალური პირობების მიუხედავად, 2023 წლის იანვარში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ყველა საერთაშორისო პროგნოზზე მეტია

მიუხედავად რთული პირობებისა, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, ასევე რეგიონშია შენარჩუნებული, გლობალური ეკონომიკის მიმართულებით პროგნოზებიც, არც ისე სახარბიელოა. დავინახეთ, რომ 2023 წელს ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემები იანვრისთვის იყო 8.4 პროცენტი, რაც საკმაოდ მაღალია და ეს მაჩვენებელი ყველა საერთაშორისო პროგნოზზე მეტია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლები შეაფასა.

ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია მიმდინარე წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება.

„ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, მთელი გასული წლის განმავლობაში გვქონდა ინფლაციის წნეხი, თუმცა, მაისის თვიდან ინფლაციამ დაიწყო შემცირება და 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, ინფლაცია 8.1 პროცენტამდეა შემცირებული,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ექსპორტის მაჩვენებლებს, რომელიც, მისი თქმით, რეკორდული იყო 2022 წელს და ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება.

„გახსოვთ, რომ 2022 წელს, ექსპორტი 31.8 პროცენტით გაიზარდა და 5.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გამყარდა ეროვნული ვალუტა, ვინარჩუნებთ ექსპორტის ზრდის ტენდენციებს. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო იყოს ექსპორტიორი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზრებზე და ექსპორტში ჰქონდეს უკეთესი, უფრო ძლიერი პოზიციები. ეს არის მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო ჯანსაღი იყოს“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, გასული წლის მეოთხე კვარტლის დაზუსტებული მონაცემებით, დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო