ანრი ოხანაშვილი - ყველა უკანონობას გაეცემა შესაბამისი პასუხი - დაიმახსოვროს ყველამ

ყველა უკანონობას გაეცემა შესაბამისი პასუხი, ეს დაიმახსოვროს ყველამ, რა თქმა, უნდა სამართლის, კანონის და პროპორციულობის ფარგლებში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას და აღნიშნა, რომ საუბარი იმაზე, თითქოს პოლიციამ არაპროპორციულად გამოიყენა, ძალა სიმართლეს არ შეესაბამება.

"ერთ შემთხვევაში იყო ადმინისტრაციული შენობის პიკეტირება, რაც არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. მეორე შემთხვევაში იყო პირდაპირ შტურმი და ძალადობა პოლიციაზე, პოლიციამ მაქსიმალურად მოზომილად, მაღალი პროფესიონალიზმით პროპორციული ძალა გამოიყენა. თუ დაიდება ოფიციალური ანგარიში, მის თითოეულ პუნქტზე შეგვიძლია შემდგომ ვიმსჯელოთ. საზოგადოებრივი აზრი თანხმდება იმაზე, რომ ეს იყო მაქსიმალური თავშეკავებით გამოყენებული პროპორციული ძალა, აქ სხვა აზრი არ ფიქსირდება. ფაქტია, პოლიცია, მაქსიმალური თავშეკავებით, ორიენტირებული, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, მშვიდობიანი პროტესტი ყოფილიყო გარანტირებული და მხოლოდ და მხოლოდ ძალადობისთვის და კანონსაწინააღმდეგო ქმედებისთვის პროპორციულო პასუხი გაეცა, ამ პრინციპით მოქმედება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში "რადიკალურ და ექსტრემისტულ ჯგუფებს არ ექნებათ უკანონო ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა".

"ქართული ოცნების" პირობებში მშვიდობიანი შეკრების უფლება ყველას აქვს გარანტირებული, როგორც კი ეს უკანონო ფორმას მიიღებს, იქნება ეს პიკეტირება, პოლიციაზე ძალადობა თუ კონკრეტული მოწოდებები, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას კანონი და აღადგინოს საზოგადოებრივი წესრიგი. შესაბამისად, ყველა პირს და ბატონი მერაბიშვილი ამ შემთხვევაში, ვინც ორიენტირებულია ქვეყანაში საზოგადოებრივი უწესრიგობა და მასობრივი არეულობა შეიქმნას, ამაზე ყველას სამართლის და კანონის ფარგლებში გაეცემა პასუხი", - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო