ანრი ოხანაშვილი - მცდელობაა, „ფეიკით“ გადაიფაროს პრემიერ-მინისტრის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული გამოსვლა

მცდელობაა, რომ „ფეიკით“ გადაიფაროს პრემიერ-მინისტრის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული გამოსვლა, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე - ხდება ახალი თემების შემოტანა, თითქოს ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, შეფასება "ფრანკლინის კლუბის წევრები", "ანარქისტები" და "სატანისტურ ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდები", რამდენად მისაღებია მისთვის, ოხანაშვილი ამბობს, რომ ტყუილია ის, რომ "ქართული ოცნება" სტუდენტებს უპირისპირდება.

"პრემიერმა ისაუბრა ერთი მხრივ "ქართული ოცნების" ჰუმანურ სახეზე, გულწრფელ ახალგაზრდებზე და იმაზე რომ არ დავუშვით იქ მძიმე მოვლენები განვითარებულიყო. ახლა ხდება მცდარი, ყალბი ინფორმაციის გაჟღერება და ტირაჟირებს არაერთი პარტიული მედიასაშუალება, რომ თითქოს მან ისაუბრა, რომ ჩვენთვის არაფერს ნიშნავს ახალგაზრდები, თითქოს ხდება გახლეჩა და ა.შ. ხდება პრემიერის გამოსვლის სიცრუით გადაფარვა. „ფეიკით“ არის მცდელობა, რომ გადაიფაროს პრემიერ-მინისტრის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული გამოსვლა,რომელიც ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. ხდება შემოტანა ახალი თემების თითქოს ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა და არასათანადოდ წარმოაჩინა, ეს არის ყველაფერი ტყუილი.

იქ იყვნენ ახალგაზრდები, ვისაც გულწრფელად ჰქონდათ პროტესტი და სრული პატივისცემა მათ, ვინც ამას აფიქსირებს მშვიდად კანონდარღვევის გარეშე და იქ იყვნენ ახალგაზრდები, ვინც მიზანმიმართულად ახორციელებდნენ უკანონობას და ახლა რაღაც ფორმით არის მცდელობა, რომ რაღაც სხვა თქვა მან და სტუდენტებს უპირისპირდება "ქართული ოცნება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა