ბათუმის მერი - გამოძიება ობიექტურ მიზეზებს დაადგენს, რის გამო მოხდა ტრაგედია და იქნება შესაბამისი რეაგირება

ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბულვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარის ობიექტურ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

“ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მეორე მცირეწლოვანს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ერთი პიროვნება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს ხელი რომ არ შეეშალოს, ინფორმაციის გაჟღერება არ შეგვიძლია, გამოძიება ობიექტურ მიზეზებს დაადგენს, თუ რის გამო მოხდა, აღნიშნული ტრაგედია და შესაბამისი რეაგირება იქნება”, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა

ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ე.წ. ბატუტის გადაბრუნების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა