გორის მერია - ფხვენისისა და ქვემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მერია - ფხვენისისა და ქვემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში სოფლების - ფხვენისისა და ქვემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხორციელდება ასფალტის პირველი ფენის დაგება.

„გზის მონაკვეთის სიგრძე 1 582 , ხოლო სიგანე - 5,5 მეტრია.

საპროექტო მონაკვეთზე გადაადგილება უჭირდათ როგორ მძღოლებს, ასევე ქვეითებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას აღარ შეაწუხებს.

პროექტის ღირებულება 613 485 ათასი ლარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.