„დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლებასა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები ბრიუსელში გაემგზავრნენ

პარტია „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლებასა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები ერთობლივი ვიზიტით ევროპარლამენტში, სტრასბურგსა და ბრიუსელში ევროკომისიის სტრუქტურებში შეხვედრებს გამართავენ.

როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარტიის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში უკვე გაემგზავრნენ.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ვიზიტის მიზანი იმ პრობლემების განხილვაა, რომელიც სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს.

როგორც „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვდებიან ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსსაც.

„შეხვედრების ერთი ნაწილი დაგეგმილი გვაქვს სტრასბურგში, სადაც ევროპარლამენტის სესიაა. შეხვედრები გვექნება ევროპარლამენტარებთან, მათ შორის კუბილიუსთან.

შეხვედრების მეორე ნაწილი იქნება ბრიუსელში, სადაც უკვე შეხვედრები გვექნება ევროკომისიაში უშუალოდ იმ ხალხთან, ვინც მუშაობს საქართველოს საკითხებზე.

ძირითადი თემა იქნება სტატუსის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს წლის ბოლოს და გვექნება განხილვა იმ პრობლემების, რომლებიც არსებობს ამ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. დანარჩენი ვნახოთ “, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს