დიდი მოთხოვნა, ნაკლები მიწოდება - ჰორეკა სექტორისთვის საინვესტიციოდ მიმზიდველი რეგიონი

მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთილი ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება, რესტორანი, სადაც ისინი სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ, თითქმის არ არის. ინფრასტრუქტურა ვითარდება, სასტუმრო თუ გასართობი ობიექტების რაოდენობა იზრდება, თუმცა, რატომღაც, რეგიონი ჰორეკა სექტორის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა.

4-სეზონიან კურორტზე, რომელსაც ვიზიტორები არა მხოლოდ ზაფხულში და ტურისტული მიზნით სტუმრობენ, არამედ საქმიანი მიზნებითაც, ამ დრომდე არ მოიძებნება ადგილი, სადაც გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ და დროს სასიამოვნოდ გაატარებენ.

შესაძლოა, რესტორნის აშენება საკმაოდ დიდ რესურსს, დროსა და სეგმენტის შესწავლას მოითხოვს, რის გამოც ინვესტორები ფინანსების ჩადებისგან ამ დრომდე თავს იკავებენ, თუმცა, თუ რეგიონში მიმდინარე პროექტებს გადავხედავთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლი გამოწვევა მარტივად დაძლევადია.

მაგალითად, უკვე დასკვნით ფაზაში გადავიდა შეკვეთილში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის, Fidelio-ს მშენებლობა, სადაც სარესტორნე სივრცე (ყველა შესაბამისის სტანდარტით) მეოთხე სართულზე, ღია და დახურულ ტერასაზეა გათვალისწინებული.

FIDELIO მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შედგება. სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი ზღვიდან 150 მეტრში, ტყის კორომში მდებარეობს და 82 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შედგება.

მშენებლობას კომპანია „ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ ახორციელებს, რომელიც პირველი საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებას მიმდინარე თვის ბოლოს გეგმავს და შეიძლება ითქვას, რომ რესტორნის ნაწილში ახლა პარტნიორის ძებნის პროცესშია. როგორც ტოპლაინ ქონსთრაქშენში აცხადებენ, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჰორეკა სექტორის სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლებთან. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ FIDELIO-ს მართვაში ერთ-ერთი ევროპული ბრენდი მიიღებს მონაწილეობას, რესტორნის ნაწილშიც პარტნიორს შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ პროექტი Fidelio-ს აპარტამენტები უნიკალურია როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე საინვესტიციოდ. ტოპლაინ ქონსთრაქშენის მომსახურებაში შედის: დაცვის სამსახური, ვიდეო კონტროლი, 24/7 - ზე, შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავება, კონსიერჟის მომსახურება და გაქირავების სერვისი.

(R)

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი