15 000 ლარამდე ფასდაკლება ერთიანი გადახდის და იპოთეკის შემთხვევაში - მონოლით გრინ სითიში საგაზაფხულო აქცია დაიწყო

15 000 ლარამდე ფასდაკლება როგორც ერთიანი გადახდის, ისე შიდა განვადებისა და იპოთეკის შემთხვევაში - პრემიუმ კლასის კომპლექს მონოლით გრინ სითიში 7 მარტიდან გრანდიოზული აქცია დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში კომპანიას დამატებითი პირობა აქვს: პირველადი შენატანი 20%-ის ნაცვლად უკვე 10%-ს შეადგენს.

რაც შეეხება შიდა განვადების პირობებს, „მონოლით ჯგუფი“ გადახდის 2 სისტემას გთავაზობთ:

  • თავდაპირველად იხდით ბინის ღირებულების 10%-ს, მომდევნო 20%-ს კი 2024 წლის ნოემბრამდე ანაწილებთ. 2024 წლის ნოემბერში ანუ პროექტის დასრულებისას კი უკვე დარჩენილ 70%-ს დაფარავთ. ამასთან, სარგებლობთ მარტის აქციით.
  • თავდაპირველად იხდით ბინის ღირებულების 30%-ს, ხოლო დარჩენილ 70%-ს 2024 წლის ნოემბრამდე ანუ დასრულების ვადამდე ანაწილებთ. ფასდაკლების აქცია გადახდის აღნიშნულ პირობაზეც ვრცელდება.

„მონოლით გრინ სითის“ პირობები შესაძლებლობას გაძლევთ, საცხოვრებლად გადახვიდეთ მწვანე, დაცულ კომპლექსში, სადაც ყველაფერია კომფორტისა და სიმშვიდისთვის. პროექტი ორთაჭალა-კრწანისში 12 ჰექტარ ტერიტორიაზე ხორციელდება. მისი მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია. კომპლექსის მეორე ეტაპი 2023 წლის დეკემბერში, ხოლო მესამე - 2024 წლის დეკემბერში ჩაბარდება. მისი დასრულების შემდეგ მობინადრეები იცხოვრებენ დედაქალაქის ისტორიული ნაწილისგან 10 წუთის სავალზე.

4 000 კვ/მ ტერიტორიაზე მოწყობილი დენდროლოგიური პარკი „მონოლით გრინ სითიში“ განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის. მობინადრეებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ურბანული განვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა უპირატესობით და ამავდროულად, დატკბნენ მწვანე, ჯანსაღი გარემოთი.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შე­უძ­ლი­ათ, ფო­ტო­ზე და­ჭე­რითმო­ნო­ლით ჯგუფსთა­ვი­ან­თი სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია და­­ტო­ვონ და კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გან­ვა­დე­ბის პი­რო­ბებს პი­რა­დად გა­აც­ნობს:

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში