ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბათუმის მერის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი, ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, არჩილ ჩიქოვანი ბათუმის ბულვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ იღებს. მისი თქმით, ბათუმის მერი ვერ ასრულებს დაკისრებულ უფლებამოსილებას. რეზო ხარაზი ამბობს, რომ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე, ბათუმის მერის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს.

„ამ ქალაქში არავინ არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს, განსაკუთრებით ეს ჩანს მერის ნაწილში. გვახსოვს ჩამონგრეული სახლის შემთხვევა, სადაც მთავრობამ არ აიღო პასუხისმგებლობა. ეს ადამიანები მხოლოდ კორუფციასა და „ატკატებზე“ იღებენ პასუხისმგებლობას, ნეპოტიზმით არიან დაკავებული. საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მერის პასუხისმგებლობის და მისი იმპიჩმენტის საკითხს დავაყენებთ“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა