გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის 28-ე სესიაზე შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად შეფასდა

ჟენევაში, გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 28-ე სესიაზე, შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პირველი ანგარიშის განხილვა გაიმართა. კომიტეტის 28-ე სესიაზე შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად შეფასდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს დელეგაცია აერთიანებდა სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყების მაღალ თანამდებობის პირებს და დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი.

„საქართველოს დელეგაციამ კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე, რომელიც მოიცავდა საკითხთა ფართო ჩამონათვალს.

შეხვედრის მიმდინარეობისას, დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს შშმ პირთა უფლებათა დაცვის მიზნით ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, მათ შორის პოლიტიკის დოკუმენტებში შშმ პირთა საჭიროებების ასახვის, უფლებათა დაცვის მექანიზმების და სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიას, საქართველოს კანონს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ, გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის საქმიანობას და შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებულ მრავალსექტორულ საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტმა პირველად მოუსმინა სახელმწიფოს, ვინაიდან პირველი ანგარიში საქართველომ კომიტეტს 2018 წელს წარუდგინა.

სესიაზე ხაზი გაესვა შშმ პირთა შესახებ საქართველოს კანონის მიღების და უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის მნიშვნელობას. ამასთანავე, აღინიშნა, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი იმსჯელებს იმ საკითხებზე, რომელიც შესაძლოა საჭიროებდეს გაუმჯობესებას. განხილვის შედეგად კომიტეტი მიიღებს დასკვნით მოსაზრებებს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები მომავალში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს