შალვა პაპუაშვილი - ძალადობა არ მართლდება! როდესაც პროტესტი ძალადობრივი ხდება, ყველა უნდა გაემიჯნოს - კონკრეტული ჯგუფები პირდაპირ აგრესიაზე გადავიდნენ, როგორც ჩანს, მათი მიზანი არეულობა იყო

შეიძლება უფრო უარესი შედეგი ყოფილიყო. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვქნათ, არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას უარესი შედეგის თავიდან არიდებისთვის მადლობა გადავუხადოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთი მონაწილის მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, აქციაზე იყვნენ მიზანმიმართული ჯგუფები, რომელთა მიზანიც არეულობა იყო.

მისივე თქმით, როდესაც პროტესტი ძალადობრივი ხდება, მას ყველა უნდა გაემიჯნოს.

„თუ არ ვცდები, 50-მდე პოლიციელი და რამდენიმე ათეული მოქალაქე დაშავებულია. ძალადობრივი აქციები დაუშვებელია და ეს იმ რადიკალური ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომლებმაც მომიტინგეები ძალადობისკენ წააქეზეს. მათ შორის, დაზიანდა პარლამენტის შენობაც. როდესაც ძალადობისკენ წააქეზებ ვინმეს, ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღო. მე ყველა დაზარალებულს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სამწუხაროდ, არის ერთი დაშავებული, რომელსაც მხედველობა დაუზიანდა. ამის მიზეზი ჯერ ზუსტად დადგენილი არ არის. შეიძლება უფრო უარესი შედეგი ყოფილიყო და პოლიციამ სწორედ ეს აღკვეთა. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვქნათ, არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას მადლობა გადავუხადოთ იმისთვის, რომ უარესი შედეგი თავიდან აგვარიდა.

ძალადობა არ მართლდება. ნებისმიერი პროტესტი, უარყოფითი დამოკიდებულება და სხვა შესაძლებელია, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი. როდესაც ეს ხდება ძალადობრივი, ის აღარ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში და ყველა უნდა გაემიჯნოს მას. აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი მშვიდობიანი იყო, მაგრამ კონკრეტული ჯგუფები პირდაპირ აგრესიაზე გადავიდნენ. მათ შორის, ვნახეთ ძალადობა, როგორიც აქამდე არ გვინახავს. მაგალითად, „მოლოტოვის კოქტეილები“. ასეთი გეგმა სპონტანურად არ ჩნდება. როგორც ჩანს, ზოგიერთი ჯგუფის მიზანი არეულობა იყო.

ასევე, ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების „სირცხვილიას“ და „Factcheck-ის“ წარმომადგენლები, რომლებიც საუბრობდნენ იმაზე, როგორ აიღებდნენ პარლამენტს შტურმით. ამაზე მეტი მტკიცებულება იმისა, რომ ეს მიზანმიმართული გეგმა იყო, არ არსებობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან