თბილისის ცენტრში ახალი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის Roomix-ის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება

Roomix - ახალი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია თბილისის ცენტრში, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე, რომელიც მობინადრეებს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ეს გახლავთ ბუტიკური საცხოვრებელი კომპლექსი კომერციული და საოფისე სივრცეებით, მიწისქვეშა ავტოსადგომით, დახვეწილი დიზაინის ლობით და 1005 კვ.მ. სარეკრეაციო სივრცით. პროექტის მთავარი უპირატესობა კი მისი ადგილმდებარეობაა საბურთალოს ცენტრში. როგორც Roomix Development-ის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი სალომე საყვარელიძე აღნიშნავს, ყველაფერი, რაც თანამედროვე ადამიანს სჭირდება ჰარმონიული ცხოვრებისთვის ფაქტობრივად მისი სახლის კართანაა.

მოგვიყევით „რუმიქსზე“, რა ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია ის?

„რუმიქსის“ არქიტექტურაზე არქიტექტურულმა ბიურომ AB5-მა და არქიტექტორმა ლაშა ლოსაბერიძემ იზრუნეს. ფასადი წარმოადგენს ანოდირებული ალუმინის პროფილებზე შეკიდულ, თხელ მოსაპირკეთებელ ქვას LAMINAM-ს და ალუმინის პროფილიანი ვიტრაჟების სინთეზს. შენობა თავისი ფუნქციონალური მრავალფეროვნებით და საზოგადოებრივი სივრცეებით კი ქმნის ცოცხალ, ურბანულ ატმოსფეროს ქალაქის ცენტრში.

მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამჟამად მიმდინარეობს მესამე სართულის გადახურვა და იწყება მეოთხე სართულის სვეტებისა და კოლონების ჩასხმა. მშენებლობას 2024 წლის ნოემბერში ვასრულებთ.

რატომ „რუმიქსი“? რა უპირატესობებით ისარგებლებენ „რუმიქსის“ მობინადრეები?

გარდა იმისა, რომ „რუმიქსი“ გამორჩეულია არქიტექტურითა და მშენებლობის ხარისხით, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მაცხოვრებლებზე ზრუნვაა. მათი სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის ჩვენ უზრუნველვყოფთ 24/7 დაცვას, დასუფთავებას და კონსიერჟის მომსახურებას.

რეკრეაციულ სივრცეს საცხოვრებელი კომპლექსის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. რით არის გამორჩეული რუმიქსის სარეკრეაციო სივრცე?

როგორც იცით „რუმიქსი“ ცენტრალურ პარკთან ძალიან ახლოს, 5 წუთის სავალზე მდებარეობს, თუმცა ჩვენ მაინც გვსურდა, რომ მაცხოვრებლებს განტვირთვისა და დასვენების სივრცე უფრო ახლოს ჰქონოდათ. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება დავუთმეთ სარეკრეაციო სივრცეს, სადაც ოჯახის როგორც პატარა, ასევე უფროსი წევრები თავს კომფორტულად იგრძნობენ. აქ დაგხვდებათ საბავშვო გასართობი მოედანი და სხვადასხვა მოსასვენებელი სივრცეები, მოწყობილია სკამები, საცალფეხო ბილიკები და გამწვანება. შენობის შიდა ტერიტორია სრულიად შემოღობილი და დაცულია 24/7-ზე. ტერიტორიის მოვლა-პატრონობას, რა თქმა უნდა, „რუმიქსი“ უზრუნველყოფს.

რა მდგომარეობაში ბარდება ბინები?

ჩვენთან თითოეული ბინის გეგმარება დიზაინერმა მარია შენჰლერმა დაამუშავა. „რუმიქსის“ ბინებში თითოეული სანტიმეტრი არის ფუნქციური და სასარგებლო. ჩვენ უმცირესი დეტალებიც კი გავთვალეთ და მობინადრეს რემონტის პროცესი საკმაოდ უმარტივდება, რადგან ბინას პრემიუმ, მწვანე კარკასის მდგომარეობაში ვაბარებთ.

რა ტიპის ოჯახებზეა გათვლილი „რუმიქსის“ ბინები?

„რუმიქსის“ ბინები გათვლილია როგორც პატარა, ასევე დიდ ოჯახებზე. აქ ოჯახის თითოეულ წევრს საკუთარი კომფორტული კუთხის პოვნა შეუძლია. ბინების არჩევანი 51 კვ.მ.-დან 171 კვ.მ.-მდე გვაქვს. საცხოვრებელი ფართები ხელმისაწვდომია როგორც ქუჩის მხარეს, ასევე გამწვანებული სარეკრეაციო სივრცის და შიდა ეზოს მხარეს. თითოეულ ბინაზე დეტალური ინფორმაციის და მშენებლობის პროცესის ნახვა ჩვენს ვებგვერდზეა შესაძლებელი.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა