ნიკოლოზ ხატიაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მკვლევარი და საერთაშორისო მდივანი - ნიკოლოზ ხატიაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობს.

„ჯეოქეისის“ ცნობით, ფორუმის ფარგლებში, ნიკოლოზ ხატიაშვილმა შეხვედრები გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მუშაობენ.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსული აგრესია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-ს შავი ზღვის მომავალ სტრატეგიაზე და მასში საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის მნიშვნელობაზე.

„ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან საუბრის ძირითად საკითხს წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოს მნიშვნელობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში. განვიხილეთ აშშ-ს შავი ზღვის მომავალი სტრატეგია და მასში საქართველოს მნიშვნელობა. უკრაინაში მიმდინარე ომის და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბების ფონზე, აშშ-ს მხრიდან შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის მიმართ მზარდი ინტერესი იკვეთება, რასაც, ვფიქრობ, მომავალში შესაბამისი ხელშესახები შედეგებიც მოჰყვება ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა კოლეგებმა კვლავ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ საქართველოს გვერდში დგომას და დახმარებას ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის თავდაცვა, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, დემოკრატია და სხვა“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

მათივე ცნობით, წელს ფორუმი ისეთ გლობალურ გამოწვევებზეა ფოკუსირებული, როგორიც არის ენერგოუსაფრთხოება, უკრაინაში მიმდინარე ომი, რუსეთის შეკავება, და შუა დერეფანი, როგორც ახალი შესაძლებლობა სპარსეთის ყურის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ევროპას შორის ახალი ენერგეტიკული და სატრანზიტო დერეფნების შესაქმნელად. აღსანიშნავია, რომ წელს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც აღნიშნულ ფორუმში ოფიციალურად მონაწილეობს საქართველოს წარმომადგენელი.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს