ბაზისბანკი წარმატებული 2022 წლის ფინანსურ შედეგებს აჯამებს

ბაზისბანკის 2022 წლის ფინანსური მაჩვენებლებით, ბანკის მთლიანი აქტივები წინა წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა.

ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 68%-ით გამსხვილდა და 2.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო დეპოზიტების ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს.

ბანკმა გასული წლის განმავლობაში, ბიზნესის დაფინანსების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა და იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 1.21 მილიარდ ლარს გადააჭარბა. პორტფელის ზრდამ 324 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 37%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. შედეგად, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით, ბაზისბანკი უმსხვილესი ბანკების სამეულშია.

2022 წელს, საცალო სესხები 3-ჯერ გაიზარდა და 760 მილიონი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტები გაორმაგდა და 911 მილიონი ლარი შეადგინა.

წლის ბოლოსთვის უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2,59% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) - 18,19%.

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის საზედამხედველო კაპიტალის მოცულობა 467 მილიონ ლარს შეადგენს.

„ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევუქმნათ საუკეთესო საბანკო გამოცდილება და მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბანკთან ურთიერთობა. შესაბამისად, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ზოგავს მათ დროს და კომფორტულს ხდის ფინანსური მომსახურების მიღებას. 2022 წლის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და განსაკუთრებული შედეგები აჩვენა ბაზისბანკის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით. შედეგად, ბანკის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები დინამიურად გაიზარდა. ჩვენს მიერ დასახული ამბიციური გეგმები და მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკეთესო მომსახურება გვარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ," - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

(R)

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა