ბათუმში, ბატუტის გადაბრუნების შედეგად დაშავებული სამი წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა - ის სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

ბათუმში, ბატუტის გადაბრუნების შედეგად დაშავებული სამი წლის ბიჭი, დედათა და ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებიდან, ოჯახის გადაწყვეტილებით, თურქეთში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, მას თავის არეში აქვს ტრავმა მიღებული.

ცნობისთვის, 12 მარტს ბათუმის ბულვარში ბატუტზე თამაშის დროს 9 და 3 წლის ძმები დაშავდნენ. ძლიერმა ქარმა ბატუტი დააზიანა, რის გამოც 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მომხდარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა, მას გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება