საქართველოს საბანკო ასოციაციამ საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის სამუშაო შეხვედრა გამართა

14 მარტს საქართველოს საბანკო ასოციაციამ საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის სამუშაო შეხვედრა გამართა.

პლატფორმა USAID-ის პროგრამის - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის მხარდაჭერით 2022 წელს შეიქმნა და საფინანსო სექტორის ადამიანური კაპიტალის უნარების განვითარებას ემსახურება.

შეხვედრას კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ადამიანური რესურსების მიმართულების ხელმძღვანელები, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები და სხვადასხვა სექტორული ასოციაციები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საბანკო ასოციაციის გუნდმა წარადგინა პროექტის მიმდინარე შედეგები. შემდეგ სამომავლო მიზნებზე და სტრატეგიაზე აქტიური მსჯელობა გაიმართა. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რამხელა მონაპოვარია აღნიშნული პლატფორმა საფინანსო სექტორისთვის, რადგან ის ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის სექტორის ერთიან ხმას და ძალისხმევას წარმოადგენს.

„ჩვენ მადლობას ვუხდით USAID-ს და USAID ის პროგრამას დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა შეგვექმნა საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმა. პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი დღეს ადამიანურ რესურსების მართვის კომიტეტია - სადაც საჭიროებების განსაზღვრა და შემდეგ მათზე მუშობა მიმდინარეობს. კომიტეტის წევრები კომერციული ბანკები არიან. სამომავლოდ ვგეგმავთ მის გაფართოვებას და სხვა საფინანსი ინსტიტუტების მოცვასაც“, - აღნიშნა ალქესანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.

„პლატფორმა ემსახურება სექტორს. მიმდინარე საპილოტე პროექტი მონაცემთა ანალიზის მიმართულებით სასწავლო პროგრამის განვითარება და ბანკების თანამშრომლების გადამზადება იყო. ჩვენ მოგვეცა შანსი გაგვეარა სრული ციკლი - საჭიროებების განსაზღვრა, პროგრამის შემუშავება, სწავლების ჩატარება და უკუკავშირის შედეგად სასწავლო პროგრამის ადაპტირება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პროექტის შედეგად გვყავს ბენეფიციარები, რომლებმაც გაიარეს პროგრამა და ახლა უფრო ეფექტურად შეძლებენ სამუშაოს შესრულებას. მადლობას ვუხდით USAID ის პროგრამას დამასაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, რომლის მხარდაჭერითაც შეიქმნა ეს სექტორული ცენტრი ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით სამუშაოდ“, - აღნიშნა სალომე მაკარიძემ, საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის პროექტის ხელმძვანელმა.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის