რომან გოცირიძე - ყველა საშინაო და საგარეო პირობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, „ქართული ოცნების“ 10-წლიანი, არაეფექტიანი, პრორუსული მმართველობა მთავრდება

ხელისუფლებები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით არ აქვთ მორალური უპირატესობა და არ აქვთ საგარეო მხარდაჭერა, როგორც წესი, მიდიან ისტორიულ სანაგვეზე - ყველა საშინაო და საგარეო პირობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, „ქართული ოცნების“ 10-წლიანი, არაეფექტიანი, პრორუსული მმართველობა მთავრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებიდან, რომ „ქართველი ხალხი სჯობს მის მთავრობას“, ერთი წელი გავიდა და ეს სულისკვეთებაა უკვე მთელ მსოფლიოში.

„ევროპარლამენტში უკვე შემოდის ერთმნიშვნელოვანი დეფინიცია, რომ ქართველი ხალხი სხვა არის, საქართველოს ხელისუფლება- სხვა. ქართველ ხალხს უნდა ევროპა, ამას ამტკიცებს მისი აქტივობა და გამოკითხვები, ხოლო „ქართულ ოცნებას“ უნდა ივანიშვილის ფული და რუსეთი. მიუხედავად ამისა, რომ ასეთი ხელისუფლება ჰყავს, ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ევროპის ნაწილი. ეს არის ისტორიული ფრაზა, რომელიც „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი ქმედების შემფასებელი იქნება, როცა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდგომი პერიოდი ისტორიის წიგნებში დაიწერება, ერთი თავი იქნება ასეთი, რაც თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ „ქართველი ხალხი სჯობია მის მთავრობას“. ერთი წელი გავიდა ამ სიტყვებიდან და ეს სულისკვეთებაა მთელ მსოფლიოში. სრული პოლიტიკური საერთაშორისო იზოლაცია - ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ დღევანდელი მდგომარეობა. როცა შიგნით არ გაქვს მორალური უპირატესობა არ გაქვს და საგარეო მხარდაჭერა არ გაქვს, ასეთი ხელისუფლებები, როგორც წესი მთავრდებიან და მიდიან ისტორიულ სანაგვეზე. ყველა საშინაო და საგარეო პირობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ 10-წლიანი, არაეფექტიანი, პრორუსული მმართველობა მთავრდება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ოპოზიციამაც ცოტა ხელი უნდა გაანძრიოს, თავისით არაფერი არ მოდის“, - განაცხადა გოცირიძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი