გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი პროექტი „რობო კლუბი“ დაიწყო.
გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
მათივე ცნობით, ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ, რობოტექნოლოგიის კურსს გაივლიან.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტის ბენეფიციარები შეისწავლიან რობოტექნოლოგიის ინსტრუქციის კითხვასა და რობოტის დამოუკიდებლად აწყობას, გუნდური მუშაობის პრინციპებს და დახვეწავენ მოტორულ უნარებს. ტრენინგი ტარდება კასპის ტექნოპარკში.