ანრი ოხანაშვილი - ველოდებით ოპოზიციის რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ამბობენ, რომ აქვთ ფაქტი, რაც სასამართლოზე ნეგატიურ შეფასებას ადასტურებს - მოიტანონ და დადონ

ველოდებით ოპოზიციის რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ამბობენ, რომ რაღაც ფაქტი აქვთ რაც სასამართლოზე ნეგატიურ შეფასებას ადასტურებს - მოიტანონ და დადონ, ასევე დადონ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ნაბიჯი, თუ როგორ უნდა გადაიჭრას კონკრეტული საკითხები , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის მტკიცებით, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიამ პოზიტიურად შეაფასა.

"რადიკალური ოპოზიციის სახე სხვა რა უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ რაც არ უნდა პოზიტიური იყოს საკითხი, მაინც ნეგატიურად წამოაჩინოს

მათ არ უხარიათ, როცა ვენეციის კომისია კონკრეტულ საკითხზე პოზიტიურ შეფასებას აკეთებს და არაფერს ამბობენ იმ პოზიტიურ შეფასებებზე, რომელიც სასარგებლო და სასიკეთოა ქვეყნისთვის. მათი მიზანია, რომ მათივე ქვეყანა რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინონ.

"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიის მიერ პოზიტიურად არის შეფასებული. ამასთანავე ნათქვამია, რომ საჭიროა გაგრძელდეს ადრინდელი რეკომენდაციებზე მსჯელობა, რაც აქამდე არ შესრულებულა, თუმცა ჩვენგან მიიღეს არგუმენტი, რომ მთელ რიგ რეკომენდაციებთან დაკავშირებული საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და ჩვენი მიზანია, მისი ერთხელ და სამუდამოდ კონსტიტუციურ სამართლებრივად გადაჭრა.

ვენეციის კომისიამ ასევე თქვა, რომ სხვადასხვა საუბრებში დაფიქსირდა პოზიცია, რომ სასამართლოში არის კორპორატივიზმის რისკები. ამაზე ვენეციის კომისიამ მოგვიწოდა, რომ თუ ასეთი რისკები არის, გაიმართოს მსჯელობა და გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები.

ველოდებით ოპოზიციის რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ამბობენ, რომ რაღაც ფაქტი აქვთ რაც სასამართლოზე ნეგატიურ შეფასებას ადასტურებს - მოიტანონ და დადონ, ასევე დადონ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ნაბიჯი, თუ როგორ უნდა გადაიჭრას კონკრეტული საკითხები", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას