ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოძისში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის თანახმად, ოძისში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციას უსაფრთხოების ვითარება და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გააცნეს.

მათ ხაზი გაუსვეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ სირთულეებს, განსაკუთრებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის გაჭიანურებულ დახურვასთან დაკავშირებით.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, თუ როგორ ზღუდავს მიმდინარე "ბორდერიზაციის" აქტივობები გადაადგილების თავისუფლებას, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, ასევე რელიგიურ ადგილებსა და სასაფლაოებზე წვდომას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კარაბალისმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეუთოსთან ერთად განაგრძობს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირების სრული განახლებისკენ მოწოდებას ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატში“, - აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტის შემდეგ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებმა გამოხატეს მადლიერება ბრიფინგებისა და ანალიზისთვის და მადლობა გადაუხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს თავდადებისთვის და საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოძისში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის თანახმად, ოძისში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციას უსაფრთხოების ვითარება და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გააცნეს.

მათ ხაზი გაუსვეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ სირთულეებს, განსაკუთრებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის გაჭიანურებულ დახურვასთან დაკავშირებით.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, თუ როგორ ზღუდავს მიმდინარე "ბორდერიზაციის" აქტივობები გადაადგილების თავისუფლებას, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, ასევე რელიგიურ ადგილებსა და სასაფლაოებზე წვდომას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კარაბალისმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეუთოსთან ერთად განაგრძობს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირების სრული განახლებისკენ მოწოდებას ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატში“, - აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტის შემდეგ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებმა გამოხატეს მადლიერება ბრიფინგებისა და ანალიზისთვის და მადლობა გადაუხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს თავდადებისთვის და საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია